„ქართული ოცნება“ ევროკავშირის ელჩს საარჩევნო პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს. საუბარია პაველკ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომელიც მან ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით წარწერით „არა ომს-აირჩიე მშვიდობა“ გააკეთა და მას ამაზრზენი უწოდა. სწორედ ევროკავშირის ელჩის ნეგატიური შეფასების გამოძახილად მიიჩნევენ მმართველ გუნდში სამი ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას, არ განათავსონ ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეო რგოლების საეთერო ბადეში.