სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სპორტის სფეროში დასაქმებულები სწორედ ინვენტარისა და ეკიპირების პრობლემაზე საუბრობდნენ რაც ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ასევე ზრდიდა ტრავმების რისკს. ამის საფუძველზე სპორტის სამინისტრომ ჯამში 3 მილიონ 788 ათას 620 ლარის ღირებულების 8 355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება შეიძინა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის. ცნობისთვის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა. პროექტი „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში განხორციელდა.