ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა

05 ოქტომბერი 2024, 21:16 744 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში ''სენტ ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიქით უშუალო კონკურენტი „ოსერი“ 3:1 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლები მე-15, 54-ე და 86-ე წუთებზე გაიტანა.

ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა ტოპ-5 ლიგაში ქართველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა ''ფრაიბურგის“ მაისურით ''ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა.

დავითაშვილი ''სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს. ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

''სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, ''ლანსს“ უმასპინძლებს.

ზურიკო დავითაშვილი ახლა სანაკრებო პაუზის პერიოდში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი