პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ ეტაპს იწყებს

05 ოქტომბერი 2024, 12:13 301 ნახვა

ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალი ეტაპი - საქართველოს პრეზიდენტი, არჩევნებამდე 3 კვირით  ადრე, „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებთან შეხვედრას იწყებს. ორბელიანის სასახლეში ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ოპოზიციას გააცნობს და შეთავაზებს მის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება.

ტექნიკური მთავრობა და მისი დაკომპლექტება „ქართული ქარტიის“ ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმაა და რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში