ენმ-ის ბრალდება „ქართული ოცნებას“

04 ოქტომბერი 2024, 14:50 323 ნახვა

''ქართულ ოცნებას'' ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კომისიების შენობებში სააგიტაციო მასალების განთავსებას ედავება და საჩივრის წარდგენას გეგმავს. ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ საარჩევნო კომისიის ე.წ ნეიტრალურ წევრებს აძლევენ უკანონო დავალებებს, რის გამოც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საუბნო-საარჩევნო კომისიების 41-მა წევრმა  კომისია დატოვა, მათ შორის თავმჯდომარეებმა და მდივნებმა.

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, არ შეასრულონ ხელისუფლების უკანონო დავალებები, ზეწოლის შემთხვევაში გაასაჯაროვონ ყველა ასეთი ჩარევა. სადამკვირვებლო მისიებს მიმართავენ სათანადო შეფასება მიეცეს, მათი თქმით, ხელისუფლების უკანონო ქმედებებს.   

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას გამოეხმაურა შუახევის ოლქის თავმჯდომარე. დათა ზოიძემ განმარტა, რომ უბნები ორმა მდივანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ერთ შემთხვევაში მიზეზი ჯანმრთელობა გახდა, მეორეში კი კომისიის მდივანმა პოზიციის დატოვება ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო  სიის წევრობით ახსნა.  

რაც შეეხება ქედას, ოლქის ხელმძღვანელი პირად საუბარში განმარტავს, რომ საუბნო კომისია მხოლოდ ერთმა წევრმა დატოვა, აქაც მიზეზად ჯანმრთელობა დასახელდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი