საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა

03 ოქტომბერი 2024, 14:55 287 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ხვდება. აუდიენცია ელისეს სასახლეში მიმდინარეობს. მანმადე კი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის  და  ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა, რასაც მხარეები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. 

რსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა" იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

შარლ მიშელი კი ამბობს, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

სალომე ზურაბიშვილმა კი ამბობს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი