დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის

02 ოქტომბერი 2024, 21:51 290 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას იღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სხდომაში, რომელიც ქალაქ დუბლინში, ირლანდიაში 2-4 ოქტომბერს ტარდება. სხდომის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო დებატები კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა კოლეგებს.

ბოჭორიშვილმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გაუგებრობები და ხელი შეეწყოს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.

„უკანასკნელ წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყანის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არა ერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს.

წინ მნიშნველოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა.

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააკვირდეთ არჩევნებს და გააკეთოთ ობიექტური დასკვნები. თქვენი მისია იმაზე მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვებაა. დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშნველოვანი არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში