ბაიდენის მიღებაზე 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა, სად არის ლოგიკა - პრემიერი

02 ოქტომბერი 2024, 15:07 224 ნახვა

დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და სხვა, ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი ურევია.

"იქ იყო მიწვეული პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, რამდენი ქვეყანაც არის გაერო-ში იცით, დაახლოებით 200 ქვეყანაა გაწევრიანებული და ამ 200 ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული, მათ შორის, კონსტიტუციურად გაფორმებული ავტოკრატიით, არის დაახლოებით ნახევარი. ნახევარი არის თვითაღიარებული ავტოკრატია, ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია. დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და .ა.შ., ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა. ლოგიკა არის ჩვენთვის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ურევია ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ინტერესებიც საქართველოს მიმართ და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ აქედანვე, თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს წლის ბოლომდე. მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი