“დინამო” ბათუმი შინ აუტსაიდერ “სამტრედიასთან” დამარცხდა

01 ოქტომბერი 2024, 23:09 436 ნახვა
 

''დინამო'' ბათუმმა საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ''ბათუმის საფეხბურთო ცენტრში'' აუტსაიდერი ''სამტრედია'' მიიღო და 1-2 დამარცხდა.

ანგარიში სწრაფად მე-6 წუთზე ბალბურდიამ გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა. მატჩის 50-ე და 77-ე წუთებზე ჯერ მარტინიმ გაიტანა, შემდეგ კი ეკონგოლო ნკუმბამ და ''სამტრედიამ'' მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე ''დინამო'' ბათუმი 39 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში მყოფ კლუბებთან 13 ქულა აშორებს.

მომდევნო ტურში ბათუმელები 5 ოქტომბერს გასვლაზე ფოთის ''კოლხეთის'' წინააღმდეგ ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი