მსოფლიო თასის გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში 

01 ოქტომბერი 2024, 14:08 226 ნახვა

ბათუმში მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. შეჯიბრებაში ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, 10 ქვეყნის, 120 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებსა და წყვილებში.

ყველაზე მეტი მედალი, ყაზახეთის დელეგაციამ მოიპოვა. საქართველოდან კი, თერთმეტ წლამდელთა კატეგორიაში, მესამე ადგილი დაიკავა ელენე ქობალიამ.

ბათუმმა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს თასს მეორედ, საქართველომ კი მესამედ უმასპინძლა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი