„ძლიერი საქართველოს“ განცხადება

01 ოქტომბერი 2024, 10:01 260 ნახვა

''ქართული ოცნება“ ემზადება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევისათვის - არჩევნების გაყალბების პროცესის დასამალად ცდილობს პროცესს მაღალი სანდოობისა და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები ჩამოაშოროს- განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.  მასში აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდი ახდენს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ამისთვის ანტიკორუფციული ბიუროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიას იყენებს. 

„საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული არაერთი ანგარიში, რომელშიც ისინი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს კორუფციაში, ნეპოტიზმსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელდა. ამიტომ ამ პროცესის პირველ სამიზნედ სწორედ ეს ორგანიზაცია აირჩია. სწორედ ესაა რუსეთის მსახური ხელისუფლების სტილი - „აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტიკური გაერთიანება მიმართავს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, რომ   ხელისუფლების ეს ქმედება დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის საქმიანობის ხელყოფად და არჩევნების მიტაცების გეგმის შემადგენელ ნაწილად მიიჩნიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში