სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

30 სექტემბერი 2024, 18:08 242 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს. ადმინისტრაციის ინფორმაციით პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე,  ქართულ დიასპორასა და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია. თავის მხრივ, შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი