ქობულეთის საკრებულოს სხდომა

30 სექტემბერი 2024, 14:04 280 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა სივრცითი მოწყობის გეგმაში. კორექტირებული ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფმა მოამზადა.  კონკრეტულად საუბარია: ჩაისუბნისა და ქვედა აჭყვის, ზედა აჭყვა-საჩინოს ზონებისთვის რუკების განსაზღვრაზე.

ცვლილების მიზანია საკურორტო, დასასვენებელი, კვებითი და სპორტული ობიექტებისადმი გაზრდილი ინტერესი, რის გამოც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს სტანდარტულ სამშენებლო ტერიტორიების სტატუსი მიენიჭებათ.

სხდომაზე გახარია საქართველოს პარტიის  წევრმა განაცხადა, რომ  როგორც კი ამ მიწებს შეეცვლებათ სტატუსი და დაიწყება სამშენებლო ნებართვების გაცემა,  აუცილებელია მკაცრი კონტროლის დაწესება, რომ  არ დაირღვეს ეკოლოგიური გარემო და არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება. 

საკრებულოს გადაწყვეტილებით,  კვირიკეში ნომერ მე-5 ქუჩას  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ბესიკ შაინიძის სახელი მიენიჭება.

საკრებულოს სხდომებს ბოიკოტის ნიშნად მე-5 თვეა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები არ ესწრებიან, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი