„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ მოსამართლე სალომე სამხარაძემ მიღებული გადაწყვეტილებით ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება წაართვა.
კორძაიას თქმითვე, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება და მიაჩნია რომ ხელისუფლების ყველა შტო „წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს“ იმისთვის, რომ ემიგრანტებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირონ.