“სპორტული წარმატების სტრატეგია” - ფორუმი ბათუმში

29 სექტემბერი 2024, 14:48 127 ნახვა

პირველი სპორტული ფორუმი ბათუმში. ღონისძიებაზე წარმატებულმა სპორტსმენებმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა, ასევე ვეტერანმა სპორტსმენებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტულ მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ფორუმზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ქართულ სპორტში მიღწეულ წარმატებებს,  გაუმჯობესების ხედვებსა და სტრატეგიებს.  შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა  საკუთარ მაგალითებზე დაყრდნობით, ქვეყანაში სპორტის განვითარების შესახებ განვლილ გზებზე ისაუბრეს.

აღინიშნა საერთაშორისო ტურნირებზე აჭარის რეგიონიდან მოასპარეზე სპორტსმენების მიღწევების გაზრდილი მაჩვენებელი. ფორუმზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ხაზი გაესვა სახელმწიფოს როლს სპორტის განვითარებაში. ფორუმი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასვე აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში