ტურისტული ფესტივალი “ესტუმრე ქედას”

28 სექტემბერი 2024, 17:50 74 ნახვა

"ესტუმრე ქედას" - მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაუიმართა ქედაშიც.  ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო გამოფენილი. მოწყობილი იყო ღვინის ტურიზმისა და ტრადიციული კერძების თემატური კუთხეები, სადაც სხვადასხვა მასტერკლასი ჩატარდა. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი, სადაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, მოწვეული ბენდები მონაწილეობდნენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში