26 მაისის ქუჩაზე სიმონ ართმელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. სიმონ ართმელაძე აჭარის დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი და პედაგოგი იყო. მხატვარი ძრითადად სოფლის პეიზაჟებს ასრულებდა,ასევე არის ავტორი პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების. მხატვრის ნამუშევრებში ასახულია აჭარელი ხალხის ყოფა-ცხოვრება. მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა „ აჭარის წყლის ხეობა“ , საღამო მთაში „ , შავშეთის მთა „ და „ ჩანჩქერი „ . მემორიალური დაფის გახსნას, ართმელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.