ბათუმში კაცი დაჭრეს

27 სექტემბერი 2024, 13:24 916 ნახვა

ბათუმში კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება მანქანის გაჩერების გამო დაიწყო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში