ხელვაჩაურის გამგებელს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

10 აპრილი 2017, 00:00 3481 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ნუგზარ ბოლქვაძე ნადიმ ვარშანიძეს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელი უკანონოდ იქცევა. " ნადიმ ვარშანიძე კანონს გვერდს უვლის და თანამშრომლებს კონკურსით  არ ნიშნავს, იგი ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო პოლიტიკას, მაშინ როცა ბევრი კვალიფიციური კადრია დაუსაქმებელი“ – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 29-ე მუხლის პირველი პუნქტს არღვევს, რაც საჯარო სამსახურში პირის კონკურსის წესით აყვანას გულისხმობს 

 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი