ბათუმის თოჯინების მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

24 სექტემბერი 2024, 20:32 277 ნახვა

"გემრიელად მიირთვით" -ახალციხის  თოჯინების პროფესიული  სახელმწიფო თეატრის  დასის  სპექტაკლის საკონკურსო ჩვენება გაიმართა ბათუმის თოჯინების თეატრში.

სპექტაკლი ქალთა ძალადობის თემაზეა და ასახავს თუ როგორ წირავს საზოგადოება ქალს.

სპექტაკლი ზრდასრული მაყურებლისთვისაა გათვლილი,თუმცა თოჯინურ ელემენტებს შეიცავს. 

წარმოდგენა ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის ნაწილია,რომლის ფარგლებში დღეს ასევე ბრაზილიელი რეჟისორის ქრის მიგელის სპექტაკლის ,"ჩვენ შეგვიძლია ფრთების გარეშე ფრენა“  ჩვენება გაიმართა,თოჯინურ-თეატრალური დადგმა ეტლში მყოფი პრინცესას ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც სამეფოს საზღვრებს მიღმა ფრენა და სამყაროს შესწავლა სურს.

ასევე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში მაყურებლის წინაშე ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის თოჯინების თეატრი წარსდგა ,სპექტაკლით " ცისფერი კოცონი".

ფესტივალი გუშინ გაიხსნა და 27 სექტემბრამდე საკონკურსო და არასაკონკურსო 14 სპექტაკლის  ჩვენებას ითვალისწინებს, ასევე  მიმდინარეობს  პროფესიული მასტერკლასები და სემინარები.

წელს ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და ქართულ დასებთან ერთად 6 უცხოური დასი იქნება  წარმოდგენილი. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 5 წევრიანმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი