ანა წითლიძის მიმართვა პროკურატურას 

24 სექტემბერი 2024, 13:56 158 ნახვა

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა პარტიის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.  ამის შესახებ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ  სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურასთან  გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ანა წითლიძის განცხადებით,  პროკურატურამ  საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა  მისი თქმით, იკვეთება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებისა და  შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ნიშნები.

შეგახსენებთ, რომ ანა წითლიძესა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ზუგდიდში ბარამიას დასახლებაში 100-მდე პირი დაესხა თავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში