ქედაში სოფელ ძენწმანისა და ზვარეს მეჩეთების რეაბილიტაცია იწყება. ამ ეტაპზე სამუშაოები სოფელ ძენწმანის მეჩეთში ტარდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.
თავდაპირველად მოხდება შენობის დემონტაჟი, დაზიანებული ხის მასალების აღდგენა და სპეციალური ხსნარით დამუშავება, ხოლო მეორე ეტაპზე შენობის სრული აღდგენა და კონსერვირებაა გათვალისწინებული. სამუშაოები ორ წლიანია, რისთვისაც 650 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს „იორ ბუილდინგ კომპანი“ ახორციელებს.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 10 წელია.
მეჩეთები მე-19 საუკუნეებით თარიღდება და მას ძირითადად აჭარელი და ლაზი ოსტატები აშენებდნენ.