ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი

22 სექტემბერი 2024, 19:56 444 ნახვა

ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი იწყება. 23 სექტემბრიდან  27 სექტემბრის ჩათვლით ფესტივალს, ტრადიციულად  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს. პროგრამა წელსაც ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი.

გარდა სპექტაკლებისა, იქნება მასტერკლასების სერიაც. ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და იგი ხელს უწყობს საქართველოში თოჯინური თეატრების განვითარებას, მათ შორის შემოქმედებითი კავშირების გამყარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას.

ფესტივალი ხვალ ბათუმის თოჯინების სპექტაკლის პრემიერით „სამი თავი და ქიმერიული ორკესტრი“- გაიხსნება. ფესტივალში ქართულ დასებთან ერთად  6 უცხოური დასი იქნება, ისინი უკვე ბათუმში იმყოფებიან და  რეპეტიციებს გადიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი