ლეგენდების ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები „მილანს“ 1:0 ანგარიშით ამარცხებს

21 სექტემბერი 2024, 20:09 448 ნახვა

ლეგენდების ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები „მილანს“ 1:0 ანგარიშით ამარცხებს.

გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა.

შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.

ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები თამაშობენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში