დღეს საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩის ორგანიზატორები თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. „მილანის“ ლეგენდების დიდი ჯგუფი თბილისში 20 სექტემბერს ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს სტუმართა გუნდის რამდენიმე წევრი ეწვია. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა ასევე 20 სექტემბერს ჩაატარა.