სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" რაგბი დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

20 სექტემბერი 2024, 22:13 420 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის 2024-25 წლების სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის გუნდმა მესამე ტურის შეხვედრაში ქუთაისის „არესს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 19:15 დაამარცხა.

შავიზღვისპირელებისგან ლელოს დადება ლაშა ფოფხაძემ და რომა მახათაძე მოახერხეს, ხოლო სამი ჯარიმა ზუსტად ვაჟა მიქაძემ შეასრულა.

სტუმართაგან კი გატანილი ლელოებით თავი ფინაუმ და ნიკა ძნელაძემ გამოიჩინეს, ხოლო ერთი გარდასახვითა და ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმით გუნდს გიორგი თევდორაძე დაეხმარა.

ამ დროისთვის სარაგბო კლუბი ბათუმი რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბათუმი 5 ოქტომბერს სტუმრად ბოლნისის "ყოჩების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში