ამ წუთებში სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს სადაც მოსამართლე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ბექა ჯაიანს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე აქვს ბრალი წარდგენილი, - რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 26 წლის კაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და წინასწარ შეძენილი დანით კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა.