უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 200-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო რამდენჯერმე ჩაირთო.
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში ღამის განმავლობაში 2-ჯერ მიიტანეს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ადგილზე გაჩნდა ხანძარიც. წინასწარი ინფორმაციით, იერიში საზენიტო იარაღით განხორციელდა.
საჰაერო განგაშის დროს, აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიაშიც. დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის რეგიონულ ცენტრში. ქალაქის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.