მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანებაზე ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა

18 სექტემბერი 2024, 17:41 211 ნახვა
 
 

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მორიგი პირისპირ შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და კონსულტაციები გაგრძელდება.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადადგამს. ასევე აღნიშნა რომ კონსულტაციები გაგრძელდება და  პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში