უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა

18 სექტემბერი 2024, 14:01 357 ნახვა
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.  

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების საკითხი.

უსკოს გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ცესკოს მიერ განსაზღვრული სარგოს  გარდა,  დამატებით 50 %-ს უმაღლესი საარჩევნო კომისიისგან  მიიღებენ. 

უსკოს წევრებმა, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საწვავის ლიმიტი და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვადაც განსაზღვრეს. 

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი