მეთიუ მილერის განცხადება

18 სექტემბერი 2024, 10:02 180 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა. 

მილერმა ასე აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა აშშ-ში ოფიციალურ ინსტიტუტებზე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში