26 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის - ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი

18 სექტემბერი 2024, 11:58 214 ნახვა
 
​უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი წევრი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტიომ დმიტრუკი, რომელმაც მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ქვეყანა დატოვა ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ყოფილი დეპუტატი ქართველ ხალხს მოუწოდებს 26 ოქტომბერს გააკეთოს სწორი არჩევანი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა.

ვიდეომიმართვაში დეპუტატი "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს და პარტიის სწორ პოლიტიკაზე საუბრობს. იგი პარალელს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან ავლებს და ამბობს, რომ არაგონივრულმა პოლიტიკამ ქვეყანა ომამდე და სისხლისღვრამდე მიიყვანა.

ვიდეომიმართვას სრულად გთავაზობთ.

"26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ქართველი ხალმა უნდა მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როგორ იცხოვროს მომავალში. მშვიდობით თუ ჩაეფლოს საშინელ სისხლიან ომში. 

საქართველო ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან ახლო საკუთარი ტრადიციებით, რწმენით და ფასეულობებით. ქართველი ხალხი არის მშვიდობისმოყვარე ერი, რომელიც იმსახურებს მშვიდობას. ქართველ ხალხს ძალიან ბევრი რამის გადატანა მოუწია. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ რადიკალურად გადახედა წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს. ახალი ხელისუფლების ლიდერებმა აღებული მისია წარმატებით შეასრულეს, თუმცა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვანაირად. მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ გადაარჩინა საქართველო სახიფათო პროვოკაციებისგან, რომლებსაც შეიძლებოდა მიეყვანა ქვეყანა 100 ათასობით მსხვერპლამდე. დღეს იშვიათია ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე, ხალხზე. საქართველოს ახალი აქვს შანსი გახდეს თავისუფლების, მშვიდობისა , სტაბილურობის და აღმშენებლობის კუნძული. მას ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

დღესდღეობით საქართველო ატარებს ძალიან სწორ სამეზობლო და თავშეკავებულ, თუმცა მტკიცე შიდა პოლიტიკას, რომელიც აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ეკონომიკური მაჩვენბლები მეტყველებენ იმაზე, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა აუცილებელია. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7,5%-ით წინა წელთან შედარებით. 

დღეს ქართველ ხალხს კვლავ ემუქრებიან "მაიდანით", რევოლუციებით, გადატრიალებებით. ყველაფერი მიდის კლასიკური სქემით, რომლითაც მათ უკრაინაში გამოიყენეს.

მოგმართავთ ქართველ ხალხს დღეს თქვენი ეშინიათ, რადგან თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეიძლება ღირსეულად ცხოვრება და პოლიტიკური პროცესების თავადვე მართვა. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, მრავალი წელია ისმენთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე არ იქნება მომავალი და წარმატება. მაგრამ თქვენ უკვე ხედავთ, რომ ეს ტყუილია.

საქართველო ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ქვეყანაა. თქვენ გაქვთ ყველაფერი წინსვლისთვის, ძლიერი ეკონომიკა, თავისუფალი საზოგადოებით და რაც მთავარია მშვიდობა. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა. ერთი ნაბიჯი არის "მაიდანი", შემდეგ კი ომი. თითოეული თქვენგანი ნათლად ვერ ხედავს რა ხდება უკრაინაში. 

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ომი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს. ეს არის მწუხარება, შიში და ტანჯვა ერთ მომენტში და ყველგან. მე ვარ უკრაინელი და ვცხოვრობ ომში, ჩემი მეგობრები, ნათესავები და კიდევ 30 მილიონზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს ომში, რომლებმაც დაკარგეს ყველაზე ძვირფასი - მშვიდობა.  ბევრი ვისაც ვიცნობდი აღარ არიან ცოცხლები. ყველა უკრაინული ოჯახში, არის ომის მსხვერპლი ან დაშავებული. შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა ეს საშინელება? დიახ. უფრო მეტიც, ასეთი შანსი იყო სხვადასხვა წლებში სხვადასხვა დროს და ომის დროსაც, მაგრამ არავინ ისარგებლა. ახლა ომმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,დაანგრია ოჯახები.

ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ქვეყანას. მოგმართვათ კითხვით, მზად ხართ იგივე ფასი გადაიხადოთ სიღარიბისა და განადგურებისთვის? რადგან ეს არის ის, რაც ელის უკრაინას და ეს არის ის, რაც გელოდებათ, თუ ქართველი ხალხი ომში ჩაებმება. უნდა გესმოდეთ, რომ სამუდამოდ შეიძლება დაკარგოთ თავისუფლება. საქართველომ უკვე გამოსცადა დიქტატურა, როცა ხალხს იტაცებდნენ და აწამებდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს შეიძლება განმეორდეს.

უკრაინა არის კარგი მაგალითი. ომის დასაწყისში, ჩვენი ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმის ხაფანგში აღმოჩნდა 1000 უდანაშაულო ადამიანი გისოსებს მიღმა მხოლოდ იმიტომ მოექცა, რომ მათ ჰქონდათ განსხვავებული აზრი ხელისუფლებაში მყოფი რეჟიმის მიმართ. რამდენი ადამიანი გაიტაცეს, მოკლეს, სცემეს. ჟურნალისტები, მღვდლები, უფლებადამცველები, ათასობით ადამიანი დევნას განიცდის. ეს შეიძლება მოხდეს საქართველოში, თუ ომის მხარე გაიმარჯვებს. რაც არ უნდა სწრაფად გაჩერდეს ტანკები, იარაღი და თვითმფრინავები, ხალხს უკან არავინ დააბრუნებს. გააკეთეთ სწორი არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ. იქ სადაც მშვიდობაა, ყოველთვის იქნება კეთილდღეობა, სტაბილურობა და თავისუფლება",- აცხადებს არტიომ დმიტრუკი ვიდეომიმართვაში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში