“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის განხილვა

17 სექტემბერი 2024, 14:50 254 ნახვა

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტი ჯამში ერთ ძირითად და 19 მოქმედ კანონში შესატან ცვლილებებს მოიცავს. 

„ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დოკუმენტით იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის ოპერაციები და ლგბტ თემის პროპაგანდა განათლების სექტორში. ცვლილებები ეხება შვილად აყვანას, რისი უფლებაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალ პირებს ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. ნაწილი განხილვებში არ მონაწილეობს. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ  და  ეს ქართულმა ოცნებამ გამოიყენა პროპაგანდისთვის, რადგან საკანონმდებლო პაკეტი ისეთი კანონებიც შედის, რომლებსაც მათი თქმით არაფერი აქვთ საერთო ბავშვის უფლებებთან და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

ინიციატივის ავტორებს კი მიაჩნიათ, რომ პროექტის მიზანი ლგბტ პროპაგანდისგან არასრულწლოვნების დაცვაა. სხდომა პარლამენტში რამდენიმე წუთში პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, რომლის შემდეგაც საკითხების განხილვა და კენჭისყრაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში