მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია

15 სექტემბერი 2024, 20:00 160 ნახვა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ საბრძოლო გაერთიანებას უკვე ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. დაუღალავმა მანქანამ შონ ომალი სრული დომინაციით დაამარცხა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელ ჩემპიონს ყველა რაუნდში აჯობა და ოქტაგონის პარკეტი უფრო ახლოს გააცნო. მიზანდასახულობა მრავალი წლის უმძიმესი შრომა განგებამ მერაბს დაუფასა, ტიტულისკენ გზაზე მან ოთხი ჩემპიონის დამარცხება მოახერხა და მომავალში ახლა უკვე თავად დაიცავს ტიტულს მაძიებლებისგან

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში