წიგნის პრეზენტაცია

14 სექტემბერი 2024, 11:59 262 ნახვა

„ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“-წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართა. ნაშრომის  ავტორია თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილი.

მკვლევარი მასზე  ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა და  თავი მოუყარა საქართველოსა და რუსეთის არქივებსა და მუზეუმების საცავებში დაცულ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ უამრავ მასალასა და ისტორიულ დოკუმენტს, რომლებიც ადასტურებს, რომ პროფესიული თეატრი საქართველოში ჩამოყალიბდა არა XIX, არამედ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა სურათების გამოფენაც, რომლებიც ექსკლუზიურად ამ პროექტისთვის შექმნა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში