აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა. უსკოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით „ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭების შესახებ“ განკარგულება მიიღო.
აჭარაში არსებულ დაწესებულებებს დაემატა რეგიონებიც, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სუბიქტებს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება შეეძლებათ.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, ასევე მიიღეს უსკოს მოხელეთა ეთიკის კოდექსის შესახებ დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრებს, კოდექსით განსაზღვრულ სხვა ნორმებთან ერთად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და კანონის უზენაესობა მოეთხოვებათ.