რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა ანაკლიის ნავსადგურზე

12 სექტემბერი 2024, 14:08 191 ნახვა

ოპოზიციონერი დეპუტატი გამოდის ინიციტივით, რომლის მიხედვით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე გარკვეული დროით წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეეძლება, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სუბიექტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალებათ.

რომან გოცირიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია უმაღლეს ორგანოებს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ნაბიჯების გადადგმას ავალდებულებს, სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე გავლენის ქონა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში