ნაციონალური მოძრაობა პოლიციელებზე დევნის შეწყვეტას ითხოვს

08 აპრილი 2017, 00:00 2439 ნახვა

გია ხალვაშის გათავისუფლების ფაქტზე დღეს განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა. მირდატ ქამადაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს პატივი სცეს პოლიციას თანამშრომლებს, შეწყვიტოს დევნა და საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს გია ხალვაშის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.

უწყების  პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხალვაშის მიმართ გამოძიება გენერალურ ინსპექციას ჰქონდა დაწყებული დისციპლინური გადაცდომის თაობაზე და ბათუმის მოვლენებთან ხალვაშის გათავისუფლებას კავშირი არ აქვს. შეგახსენებთ, გია ხალვაშმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი