12 სექტემბრის დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - გარემო

11 სექტემბერი 2024, 14:52 358 ნახვა
 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ზოგან შესაძლებელია იყოს ელჭექი, სეტყვა, ხოლო ელჭექის, დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი