“ჩემი აზრით, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა” - სილვინიო

11 სექტემბერი 2024, 09:11 302 ნახვა
 

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოსთან მარცხის (0:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელი მწვრთნელის აზრით მატჩი ფრედ 0:0 უნდა დასრულებულიყო,რაც სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ვიმეორებ, რომ ჩვენი ჯგუფის ოთხივე ნაკრები იყო ევროპის ჩემპიონატზე და საქართველო ერთადერთია, რომელმაც მერვედფინალში გასვლა შეძლო, სადაც ესპანეთთან ითამაშა, მანამდე დაამარცხა პორტუგალიაც. ფიზიკურად ძლიერი, მძიმე და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩემი აზრით, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან ორივე გუნდი თითქმის ერთ დონეზე იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. სამწუხაროდ, გოლი გავუშვით და შემდეგ ძალიან რთული გახდა გათანაბრება, რადგან ორივე გუნდი დაცვაში კარგად იდგა და ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. 

მეტოქემ არ დაგვიტოვა სივრცეები შეტევისთვის, მაგრამ არც ჩვენ მივეცით ბევრი სივრცე, მათ კვარაცხელიას სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავთ, რომელსაც შევუზღუდეთ სივრცე, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობდა. კიდევ ვიმეორებ, 0:0-ის თამაში იყო, მაგრამ გავუშვით, რას ვიზამთ, ფეხბურთში ეს ხდება“, - განაცხადა სილვინიომ.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში 2 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველო 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს გასვლაზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი