თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

09 სექტემბერი 2024, 19:51 191 ნახვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა.

კომისიის წევრებმა მოისმინეს ანგარიში მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ. სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად კომისიის ხელმძღანელიცაა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელები, აგრეთვე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების − „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი