სტაჟირება ეკონომიკის სამინისტროში

09 სექტემბერი 2024, 18:08 289 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, პირადად მიულოცა კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვა.

4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში