ლიტერატურული კონკურსი "პეგასის” ფინალი გაიმართა ქედაში. კონკურსის გამარჯვებული და "პეგასი 2024"-ის მფლობელი ნინი ცინცაძე გახდა. კონკურსის მონაწილეებიდან 11-მა სხვადასხვა ნომინაციაში პრიზი მიიღო.
კონკურსში წელს 36 დამწყები შემოქმედი მონაწილეობდა, მათ როგორც ლექსები, ასევე პროზაული ნაწარმოებები წარადგინეს.
პროექტს მხარდამჭერია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარისწყალი ჯორჯია.
ლიტერატურული კონკურსი 2019 წელს ხულოში დაარსდა და ის შემდგომ ინტერმუნიციპალური გახდა.