ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალადობდა.
მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე პრიმა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.