ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტის მატარებელი 17 ივლისს იმოძრავებს და პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით შესრულდება. მატარებელი მხოლოდ საკურორტო ქალაქებში გაჩერდება. მემორანდუმი მატარებლების შესყიდვაზე დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის და კომპანია "შთადლერის" გენერალურმა დირექტორებმა. 4 ახალი მატარებელი ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხო სისტემით იქნება აღჭურვილი და 400 მგზავრზეა გათვლილი. ტრანსპორტი ადაპტირებული შშმ პირებისთვის.