საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

07 სექტემბერი 2024, 12:09 80 ნახვა

დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ - ცესკო ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა ნაციონალური მოძრაობის ოფისში.

ოპოზიციაში ირწმუნებიან რომ  საარჩევნო ადმინისტრაცია ქართული ოცნების შტაბად იქცა და მათი განცხადებით საუბნო საარჩევნო კომისია წინასწარ შერჩეული კანდიდატებით დაალომპლექტებს საუბნო საარჩევნო კომისიას.

ნაციონალურ მოძრაობის წევრებმა ფაქტის დასამტკიცებლად ფოტო მასალა წარადგინეს და აღნიშნეს რომ აღნიშნული კანდიდატები ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი