პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია

06 სექტემბერი 2024, 20:26 388 ნახვა

ქართველმა პარაძიუდოისტმა  გიორგი ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2) პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიორგი ფინალური დაპირისპირება იაპონელ სეტოსთან წააგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ქალდანმა პარალიმპიადაზე ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც რუმინელი დანიელ ვარგოცკის იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა მოქმედ პარალიმპიურ ჩემპიონს უზბეკ უჩკუნ კარანბაევს ასევე იპონით  მოუგო.

ცნობისთვის, დღეს ტურნირზე საქართველოს კიდევ ერთი მედლის მოპოვება შეუძლია. პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (J2 – 70 კგ) რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ექვსი მედალი აქვს, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი