ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა

04 სექტემბერი 2024, 17:31 317 ნახვა

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაული ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 622.4 ქულით 25 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში კი მან 248.2 ქულა დააგროვა და საქართველოს დელეგაციას პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. ტურნირზე პირველი საპრიზო ადგილი კი 250.2 ქულით სერბმა დრაგან რისტიჩმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო. 

ამრიგად საქართველოს  აქტივში მიმდინარე პარალიმპიადაზე 4 მედალია. ოქროს მედალი მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი დაუფლნენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში