წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება - "სამართლიანი არჩევნები"

04 სექტემბერი 2024, 13:08 316 ნახვა

„სამართლიანი არჩევნები"  წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანია  ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დაიწყო.

ასევე ნახსენებია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების წინასაარჩევნო განაცხადი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადად ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის და ძალადობის რამდენიმე ფაქტი, საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილი სირთულეები და ოფისზე თავდასხმის შემთხვევებიც.

„სამართლიანი არჩევნები“-ს ანგარიში პირველი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი