მეთიუ მილერის განცხადება და ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

04 სექტემბერი 2024, 11:04 315 ნახვა

საქართველოს მთავრობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აკრიტიკებს. მეთიუ მილერის განცხადებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას ევროატლანტიკურ ტრაექტორიას აშორებს, ამიტომ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესის მეორე ნაწილი გრძელდება.

მილერის შეფასებით,  განსაკუთრებით შემაშფოთებელია გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონის აღსრულების პროცესი. 

აშშ-ს პრესსპიკერის  განცხადებას გამოეხმაურა   საქართველოს  პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ  გზავნილებს ამერიკიდან სამწუხარო უწოდა და  განაცხადა, რომ საერთაშორისო კრიტიკისა და აშშ-სგან შეზღუდვების საფუძველი სხვადასხვა სტრუქტურაზე, მათ შორის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტზე, გლობალური ომის პარტიის  გავლენაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში